უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი კოლეგის მიერ „ლენდ ლიზის“ კანონზე ხელმოწერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, აღნიშნულ კანონს ხელი უკრაინის დასახმარებლად მოეწერა, რაც ისტორიული ნაბიჯია.
„მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ლენდ-ლიზის“ კანონს ხელი მოაწერა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონს შესაძლებლობა ექნება, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა და სხვა სახის მარაგი სწრაფი და ეფექტური გზით გაუგზავნოს.