აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ლენდ-ლიზის“ კანონს ხელი მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერა თეთრ სახლში, 9 მაისს, სწორედ იმ დღეს შედგა, როდესაც მოსკოვი გამარჯვების დღეს აღნიშნავს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად „ლენდ-ლიზის“ კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონს შესაძლებლობა ექნება, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა და სხვა სახის მარაგი სწრაფი და ეფექტური გზით გაუგზავნოს. გარდა ამისა, შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერებიც.