აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად ე.წ. ლენდ ლიზის კანონპროექტი დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაცია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის „ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონს შესაძლებლობა ექნება, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა და სხვა სახის მარაგი სწრაფი და ეფექტური გზით გაუგზავნოს. ამასთან, შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერებიც.
ე.წ. ლენდ ლიზის კანონპროექტს 417 მომხრე და 10 მოწინააღმდეგე ჰყავდა.