რეჯეფ თაიფ ერდოღანი – დროა, ევროკავშირმა უკრაინის ომის ფონზე ახალი ისტორია დაწეროს
„დროა, ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლებში, წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, დაწეროს ისტორია, უკრაინის ომთან ერთად“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომზე მითითებით, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გაფრთხილება ბლოკისთვის, რომელიც სოლიდარობას, თანამშრომლობას და გაბედულ პოზიციას მოითხოვს.
ამ ფონზე მან ყურადღება გაამახვილა თურქეთსა და ევროპას შორის ისტორიულ და მრავალმხრივ კავშირებზე და ევროკავშირისთვის ქვეყნის მნიშვნელობაზე.
უკრაინაში ომის შედეგებმა, რომელმაც გლობალურ დონეს მიაღწია, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის ბევრ სფეროში, უსაფრთხოებაში, მიგრაციაში და განსაკუთრებით ენერგეტიკაში“, – განაცხადა ერდოღანმა.