ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა – კახა შელიამ და ქალაქ ჩხოროწყუში მერის წარმომადგენელმა – ნონა პაპავამ ომში დაღუპულთა ობელისკი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.