შალვა პაპუაშვილი: არცერთ საექიმო ჯგუფს არსად არ უთქვამს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისს არ სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო სერვისის მიღებაზე. მისი გულშემატკივრები იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ დაარწმუნონ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის სამედიცინო სერვისების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთ საექიმო ჯგუფს არსად არ უთქვამს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისს არ სთავაზობს.

“არცერთ საექიმო ჯგუფს არსად არ უთქვამს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისს არ სთავაზობს. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისგან მოვისმინეთ, რომ სააკაშვილი თავად ამბობს უარს გარკვეული სამედიცინო სერვისის მიღებაზე. მისი გულშემატკივრები იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ დაარწმუნონ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის სამედიცინო სერვისების მიღება”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები