პროკურორი: თავად ბრალდებული სააკაშვილი ადასტურებდა იმ ბრალდებას, რომელიც ჩვენ წავუყენეთ

  თავად ბრალდებული სააკაშვილი ადასტურებდა იმ ბრალდებას, რომელიც ჩვენ წავუყენეთ. ამის შესახებ პროკურორმა დავით ნადარეიშვილმა გუშინ, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, კანონმდებლობის ნორმების დარღვევით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული შენაერთები გამოიყვანეს.
„ბრალდების მხარემ სასამართლოზე წარადგინა უამრავი ვიდეო-სიუჟეტი, სადაც თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა განცხადებებს 2007 წლის 7 და 8 ნოემბერს და თვითონვე ადასტურებდა იმ ბრალდებას, რომელიც დღეს იქნა ჩვენს მიერ წაყენებული. ის, რომ მის მიერ, მისი ბრძანების საფუძველზე გამოყვანილ იქნა, საქართველოს კონსტიტუციის სრული იგნონირებით და მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დარღვევით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული შენაერთები და გამწესებულ იქნენ რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს უდაოდ იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ როგორც ვიდეო-სიუჟეტებით, ისე პირდაპირი ჩვენებებით, პირდაპირი მტკიცებულებებით და მაშინდელი სახალხო დამცველის მოხსენებითაც“, – განაცხადა დავით ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები