ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

9-11 მაისს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე, მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში. ვიცეპრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები.

ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ-ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცეპრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები