რუსმა ოკუპანტებმა სუმის რაიონში ებრაული სასაფლაო დაბომბეს

სუმის რაიონის დაბომბვისას, ერთ-ერთი რუსული რაკეტა ქალაქ გლუხოვის ებრაულ სასაფლაოზე ჩამოვარდა.

ამის შესახებ UNIAN იტყობინება.

უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გლუხოვის ებრაულ სასაფლაოზე ის ებრაელები არიან დაკრძალული, რომლებიც 1918 წლის დარბევის მსხვერპლნი გახდნენ“.

უკრაინის გაერთიანებულ ებრაულ საზოგადოებაში განაცხადეს, რომ სამახსოვრო ნიშნების აღსადგენად ყველა ღონეს მიმართავენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები