თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“შეფერხება გამოიწვია მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა.

ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები