თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და უახლოეს პერიოდში პირველი ხაზი მუშაობას განაახლებს.

“რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშის გიხდით დისკომფორტისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები