„ყოველმა თქვენგანმა გმირობა ჩაიდინა“ – ზელენსკიმ უკრაინელ ქალებს დედის დღე მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ქალებს დედის დღე მიულოცა, რომელიც ქვეყანაში 8 მაისს აღინიშნება.
მან მილოცვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ომის პირობებში გადაღებული დედების ფოტოები დაამატა.
„ეს განსაკუთრებული დედის დღეა. ომისგან დამწვარი, მაგრამ მხურვალე გულით, დიდი შინაგანი ძალით, რწმენით და უკრაინელი დედების ჰეროიზმით. ყოველმა თქვენგანმა ჩაიდინა გმირობა საკუთარი შვილებისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის. პატივისცემა და მადლიერება თქვენ!“, – წერს პრეზიდენტი.