ზელენსკი: ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება
„აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება“, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-ის ჟურნალისტის კითხვას, ბაიდენის შესაძლებლობაზე დაინახოს რა მოხდა ბუჩასა და ბოროდიანკაში.
„ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია – იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში ბაიდენი არის უდიდესი დემოკრატიული ცივილიზაციის პრეზიდენტი“, – განაცხადა ზელენსკიმ
ზელენსკიმ დასძინა, რომ ეს ვიზიტი სასარგებლო იქნება თავად ბაიდენისთვის.