უკრაინაში IRI-ის გამოკითხვით, უკრაინის მხარდაჭერის მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI)-ის უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში უკრაინის მხარდაჭერის მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია.
კითხვაზე – თქვენი აზრით, რომელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ პოლონეთმა; 56% აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა; 54% პროცენტი აშშ-ს ასახელებს; ხოლო 17% ფიქრობს, რომ საქართველომ. ამასთან, გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ კანადამ, შვიდ-შვიდი პროცენტი ასახელებს რუმინეთსა და საფრანგეთს, ხოლო 4 პროცენტი ფიქრობს, რომ ლიეტუვამ.
IRI-ის კვლევა, უკრაინის მასშტაბით, 30 მარტიდან 12 აპრილის დროის პერიოდში ჩატარდა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა – ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა). ჯამურად, მასში მონაწილეობა მიიღო 20 001-მა, 18 წლისა და 18 წელს გადაცილებულმა ადამიანმა. კვლევა, ძირითადად, სატელეფონო იყო. კვლევის ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.