ხაშურში ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სადილში მარილის ნაცვლად შემთხვევით პესციტიდი ჩაყარა – მოწამლულია 3 ადამიანი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა  სადილში მარილის ნაცვლად, შემთხვევით, თეთრი ფერის ნივთიერება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პესტიციდი ჩაყარა, რაც ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა. ოჯახის ორი წევრი და მათთან სტუმრად მყოფი მეზობელი ხაშურში, “ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სამივე პაციენტი ხაშურიდან თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები