გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატმა ახალგაზრდებთან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები მიმოიხილა.

პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდულ ინიციატივებსა და მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

ყურადღება დაეთმო ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას. დეპუტატმა სტუდენტებს „ახალგაზრდობის სააგენტოს” და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ძალიან სასიამოვნოა როდესაც ახალგაზრდების მხრიდან ასეთი საინტერესო მიდგომები იგრძნობა.
ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მე გამოვხატავ მზაობას, რომ თითოეული ახლაგაზრდის გვერდით ვიყო მომავალში”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები