ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პარიზში „Partance MICE Expert“ ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ბიურომ საფრანგეთის 15 ასოციაციის წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა. სამუშაო შეხვედრის განმავლობაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საფრანგეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი და მასშტაბური ღონისძიებების გამართვის პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები