ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტი: რუსეთის არმია აზოვსტალს უახლოეს დღეებში დაიკავებს

აზოვსტალის ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, საწარმოს ტერიტორიაზე გამაგრებული უკრაინელი მებრძოლები კარგავენ პოზიციებს და სავარაუდოა, რომ ოკუპანტები საწარმოს მომდევნო დღეებში სრულად დაიკავებენ, – ინფორმაციას ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უკრაინის კონტრშეტევები ხარკოვის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

“უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იზიუმის მიმართულებით ბოლო დღეებში დაწყებული კონტრშეტევებისა და რუსეთის შეტევების უკუგდების გაძლიერებით აქვთ შანსი ეს კამპანია გადააქციონ უფრო მასშტაბურ კონტრშეტევაში და დაიბრუნონ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიები”, – წერს ორგანიზაცია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები