თალაკვაძე: არც პოლიტიკოსები და არც სახელმწიფო სააკაშვილს არათანაბარ პირობებში არ აყენებს, სამედიცინო თვალსაზრისით რაც ეკუთვნის, ის მიეწოდება

პირდაპირ გეუბნებით, არც პოლიტიკოსები და არც სახელმწიფო მას არ აყენებს არათანაბარ პირობებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „პირველი არხის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს სამედიცინო თვალსაზრისით რაც ეკუთვნის, ის მიეწოდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუბარი, რა დიაგნოზები აქვს, რა მკურნალობები სჭირდება და თუ ეს მკურნალობები სჭირდება, რატომ ამბობს უარს, ხოლო თუ უარს არ ამბობს, მაშინ ესეც უნდა ვიცოდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, რატომ არ შეიძლება მისი საქართველოში მკურნალობა; რომელი პროფილის ექიმია და რა მკურნალობაა ასეთი საჭირო, რომელიც ამ შემთხვევაში არ შეიძლება, სააკაშვილს მივაწოდოთ.

პირდაპირ გეუბნებით, არც პოლიტიკოსები და არც სახელმწიფო მას არ აყენებს არათანაბარ პირობებში. სამედიცინო თვალსაზრისით რაც ეკუთვნის, ის მიეწოდება, იქნება მიწოდებული და იყო შეთავაზებული წარსულში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები