დიმიტრი ხუნდაძე – ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილის მომხრეების დიდი ნაწილის სურვილი მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა

მისი მომხრეები, თანაგუნდელები, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, თუ რეალურად ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში, სააკაშვილს უნდა არწმუნებდნენ, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის ზიანი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილის მომხრეების დიდი ნაწილის სურვილი მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა.

„მისი მომხრეები, თანაგუნდელები, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, თუ რეალურად ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში, სააკაშვილს უნდა არწმუნებდნენ, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის ზიანი, თუმცა იმ 800 კაციდან, რომელიც მასთან საპატიმროში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, ეჭვი მეპარება, რომ დიდი ნაწილი ამაზე ზრუნავდა. ეს უფრო სახიფათოა – მას ემოციურ გარემოს უქმნიან, რომ ამ სიტუაციიდან არ გამოვიდეს – ყველას პოლიტიკური სარგებლის მიზანი აქვს… ნამდვილად ეჭვი მეპარება, რომ მისი მომხრეების დიდი ნაწილის სურვილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

რაც შეეხება იმას, რას ვურჩევდი ხელისუფლებას, რასაც ვაკეთებთ, ის უნდა გავაკეთოთ, პლუს ექიმებს მივცეთ მეტი ჩართვის საშუალება. უკიდეგანოდ ფართო ჯგუფი და სეგმენტ-სეგმენტ ექიმების მონაწილეობის საჭიროება არაა. უნდა იყოს, მაგალითად, სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული ექიმების და იმ ექიმების მეტი კომუნიკაცია, რომლებიც ყოველდღიურად არიან კავშირში პაციენტთან…“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები