გრიგოლ ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ჩამოსვლას ნანობს

მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ჩამოსვლას ნანობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როცა ბოლოს სააკაშვილს ელაპარაკა, რა შეატყო, ნანობს, რომ საქართველოში ჩამოვიდა? გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა – დიახ.

„რა მითხრა ამაზე ვერ დაგელაპარაკები, იმიტომ რომ მიშას ნებართვა არ მაქვს, მაგრამ შენ შეკითხვაზე გპასუხობ – დიახ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები