მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება.