Eurointegration: ევროპარლამენტი მოწოდებით გამოვიდა, მოლდოვას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს და ევროკავშირს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს ქვეყანას ყველა არსებული გამოწვევის ფონზე.
ამის შესახებ Eurointegration წერს.
ასევე, პარლამენტარები მიესალმებიან ევროკავშირში მოლდოვას გაწევრიანებას და ევროკავშირს მოუწოდებენ მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს მოლდოვას განაცხადის განხილვა და უზრუნველყოს მისი სრული მხარდაჭერა პროცესის დასრულებამდე. აღინიშნა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება სწორ გზაზე დგას და ხელს უწყობს რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისთვის.
პარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიონ მოლდოვას იმის გამო, რომ იგი გახდა ტრანზიტი და მასპინძელი ქვეყანა ასობით ათასი უკრაინელისთვის, საიდანაც 100 ათასი მოლდოვაში დარჩა. ასევე, ქვეყანამ ომის გამო სხვა გვერდითი ზარალი განიცადა, როგორიც არის სასაქონლო ნაკადების შემცირება და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა.
შეთავაზებულია ქვეყნისთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევა, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორების ლიბერალიზაციის ღონისძიებებისა და ლტოლვილების მხარდაჭერისთვის სახსრების გამოყოფის სახით.
დეპუტატები შეშფოთებას გამოხატავენ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც სახიფათო პროვოკაციას ჰგავს და ხაზს უსვამენ პარლამენტის ერთგულებას „დნესტრისპირეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი და გრძელვადიანი მოგვარებისადმი“, რომელიც დაფუძნებულია მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე.
ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ მოლდოვას ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მიწოდების დივერსიფიკაციას, ენერგოეფექტურობის გაზრდას და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაფართოებას.