პესკოვი: NATO-ს იარაღი ხელს ვერ შეუშლის რუსეთს უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” წარმატებით დასრულებაში

უკრაინისადმი NATO-ს სადაზვერვო და შეიარაღებული ძალების დახმარება რუსეთს “სპეციალური ოპერაციის” წარმატებით დასრულებაში ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას Pravda ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან გაცემული დახმარება ხელს არ უწყობს “სპეციალური ოპერაციის” სწრაფ დასრულებას.

“ჩვენმა სამხედროებმა კარგად იციან, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და მთლიანად ნატო მუდმივად გადასცემენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა დახმარებას, რომელსაც აღნიშნული ქვეყნები და ალიანსი უგზავნიან უკრაინას, ეს არის ქმედება, რომელიც არ უწყობს ხელს “სპეციალური ოპერაციის” სწრაფ დასრულებას, მაგრამ ვერ შეუშლის ხელს მიზნის მიღწევას”, – ამბობს პესკოვი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები