აზოვის პოლკი ზელენსკის თხოვნით მიმართავს
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნვის თხოვნით მიმართა.
მისი თქმით, მესამე დღეა, მტერი შეიჭრა აზოვსტალის ტერიტორიაზე და გრძელდება მძიმე, სისხლიანი ბრძოლები.
“მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ და პირადად მივმართავთ უზენაეს მთავარსარდალს, იზრუნოს არაადეკვატური მოპყრობისგან საშინელ ტანჯვაში მყოფ დაჭრილ ჯარისკაცებზე.
მიეცით ჯარისკაცების ცხედრების გატანის საშუალება, რათა უკრაინელები დაემშვიდობონ თავიანთ გმირებს. სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას, როდესაც მოწინააღმდეგე არ იცავს ეთიკურ ნორმებს, კონვენციებს ან კანონებს, ანადგურებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ, დაუსჯელობის გამო“, – თქვა პალამარმა მიმართვაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge