ზელენსკი: ჩვენ მშვიდობა ისევ გვექნება, უკრაინის გამარჯვება ყველა ნორმალური ადამიანისთვის ეჭვგარეშეა

ჩვენ მშვიდობა ისევ გვექნება, ჩვენ მას აღვადგენთ. უკრაინის გამარჯვება ყველა ნორმალური ადამიანისთვის ეჭვგარეშეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპაში უსაფრთხოება აღდგება.

”ვინც საერთაშორისო სამართალსა და ხელმოწერილ შეთანხმებებს პატივს არ სცემს, როგორც პოლიტიკური, ასევე ბიზნესის ნაწილში ურთიერთობის წარმოება უნდა შეწყდეს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები