ლარი კვლავ გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0398 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0398 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2198 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1982 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0216 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.