ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს – დაღუპულია 5 პირი

ოკუპანტებმა უკრაინაში ლუგანსკის ოლქის ქალაქები: სევეროდონეცკი, პოპასნა, გორსკოე და ლისიჩანსკი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისივე ცნობით, იერიშებს 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“რუსებმა ლუგანსკის ოლქზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს. ოკუპანტებმა იერიში მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლებზე მიიტანეს. 25-მდე სახლი დაზიანებული ან განადგურებულია”, – წერს გაიდაი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები