Ukrinform: კიევის ოლქში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს

კიევის ოლქში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform რეგიონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოკლულები 22 და 23 წლის მამაკაცები არიან.

”ოკუპანტებმა მანქანა დაცხრილეს, რომელშიც 2 მშვიდობიანი მოქალაქე იჯდა, თუმცა, ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და მანქანას მძიმე ტექნიკით გადაუარეს“, – წერია ინფორმაციაში.

პოლიციამ, პროკურორისა და ექიმის მონაწილეობით, გარდაცვლილთა ექსპერტიზა ჩაატარა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები