უკრაინის შეიარაღებული ძალები: ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში ლუგანსკსა და დონეცკში ფრონტის ხაზი ვერ გაარღვიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობებით “ვერავითარ წარმატებას” ვერ მიაღწიეს.

“ლიმანის, სევეროდონეცკისა და პოპასნაიას ტერიტორიაზე მტრის ქვედანაყოფები შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობენ, თუმცა, წარუმატებლად”, – წერია განცხადებაში.

გენერალური შტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტების 11 თავდასხმა მოიგერიეს. მათივე ცნობით, რუსი ჯარისკაცების ნაწილმა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ბოლო 24 საათში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ექვსი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა, სულ მცირე, სამი შენობა, სკოლა და საბავშვო ბაღი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები