რუსებმა ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებში რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივის და ხერსონის რეგიონების საზღვარზე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება.
მათი თქმით, მტერი აღმოსავლეთით შეტევით ბრძოლებს აგრძელებს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით, ასევე, დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის შენარჩუნების მიზნით.
გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 11 შეტევა მოიგერიეს, 5 ტანკი გაანადგურეს, 7 ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა.
საჰაერო ძალების და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ცხრა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი (მათგან ორი საზენიტო სარაკეტო დანაყოფების მიერ) და მტრის სამი ფრთოსანი რაკეტა. ასევე, განადგურებულია ორი თვითმფრინავი, წინასწარი ვარაუდით, ესენია გამანადგურებელი Su-30.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge