რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები გამოქვეყნდა
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 700 ადამიანი;
ტანკი – 1092 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 651 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 499 ერთეული;
MLRS – 169 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 83 ერთეული;
თვითმფრინავი – 196 ერთეული;
ვერტმფრენი – 155 ერთეული;
საავტომობილო მანქანა – 1 907 ერთეული;
გემი/ნავი – 10 ერთეული;
საწვავის ავზი – 76 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 312;
სპეციალური აღჭურვილობა – 38;
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 89.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 5 მაისს, დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
149 თვითმფრინავი;
112 ვერტმფრენი;
726 უპილოტო საფრენი აპარატი;
288 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
2 834 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
325 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 306 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
2 646 სპეციალური სამხედრო მანქანა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge