ფრანსუა ოლანდის მეუღლემ თვითმკვლელობა სცადა?

  საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მეუღლე მოწამვლის გამო საავადმყოფოში მოხვდა. პირველი ლედის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ. საფრანგეთის პირველი ლედი საავადმყოფოში წამლის დიდი რაოდენობით მიღების გამო მიიყვანეს.
“ვალერიმ მხოლოდ რამდენიმე ზედმეტი ტაბლეტი მიიღო”, – განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა ვალერი ტრიერვეილერმა. პირველმა ლედიმ ტაბლეტების დიდი რაოდენობა მას შემდეგ მიიღო, რაც იგი ესაუბრა მეუღლეს მისი ურთიერთობების შესახებ მსახიობ ჯული გაიესთან. ამ ურთიერთობის გარჩევის მიზეზი რამდენიმე დღის წინ ტაბლოიდ “Closer”-ში გამოქვეყნებული მასალა გახდა, რომელიც წერს, რომ ფრანსუა ოლანდს დიდი ხანია უკვე საიდუმლო ურთიერთობა აქვს მსახიობ ჯული გაიესთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები