უკრაინაში ბოინგის დაღუპვის ადგილს მალაიზიელი პოლიციელები დაიცავენ
დღეს შედგა შეთანხმება უკრაინასა და მალაიზიას შორის, რომლის თანახმადაც თვითმფრინავის კატასტროფის ადგილს მალაიზიელი სპეციალისტები შეისწავლიან. ამავე შეთანხმების ფარგლებში, მალაიზიელი პოლიციელები ბოინგის ჩამოვარდნის ადგილსაც დაიცავენ. ამ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა და უკრაინაში მალაიზიის ელჩმა ჩუა ტეონგ ბოამ მალაიზიური ავიალაინერი MH 17″-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი პერსონალის გაგზავნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ გამცხადებაში.