კახა კალაძე: მინდა, დავამშვიდო „ნაცმოძრაობა“, რომ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს.

„მინდა, დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, მინიმუმ ის, რაც მისჯილი აქვს. დანარჩენს, სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას დაველოდოთ. იცით, რომ 6 წელი მისჯილი უკვე აქვს. სხვა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც აქვს მისჯილი”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები