უკრაინის პოლიცია: კიევის ოლქში კიდევ 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს
კიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ მოკლული კიდევ 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.
მისი თქმით, კიევის ოლქის პოლიციამ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში უკვე აღმოაჩინა 1 235 ცხედარი და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანა.
“კიდევ 20 ცხედარი იპოვეს, ძირითადად, ბოროდიანკაში. ასევე, სოფლებში, რომლებიც ახლოსაა ვიშგოროდთან. უმეტესად, არიან ადამიანები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპნენ. შესაბამისად, შეგვიძლია, ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის ჯარის ფართომასშტაბიანი დანაშაულების შესახებ კიევის ოლქში”, – თქვა ნებიტოვმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge