ვალერი მელაძემ და ვერა ბრეჟნევამ თურქეთში რუსი ტურისტების წინაშე გამოსვლაზე უარი თქვეს და კონცერტი გააუქმეს

მომღერლებმა ვალერი მელაძემ და ვერა ბრეჟნევამ რუსი ტურისტებისთვის დაგეგმილი კონცერტი გააუქმეს, რომელიც თურქეთის სასტუმრო Port Nature Luxury Resort Hotel & Spa-ში უნდა გამართულიყო.

ამის შესახებ სასტუმროს მენეჯმეტმა განაცხადა.

„უარი თქვეს თურქეთში ჩასვლაზე, ამიტომ გაუქმდა. მომღერლებმა თვითონ გააუქმეს. მათ თქვეს, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ და ყველა კონცერტი გაუქმდა”, – თქვა სასტუმროს მენეჯერმა.

“მეხუთე არხის” თანამოსაუბრემ დაადასტურა, რომ რუსი ტურისტებისთვის ვერა ბრეჟნევას, ვალერი მელაძეს და ანი ლორაკს უნდა ემღერათ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები