“აზოვის” ბოევიკებთან ერთად, ისრაელელი დაქირავებულები იბრძვიან” – ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინაში, “აზოვის” ქვედანაყოფის წევრებთან ერთად, ისრაელელი დაქირავებული სამხედროებიც იბრძვიან.
ამის შესახებ მან რადიო Sputnik-ის ეთერში განაცხადა.
“მაინც ვიტყვი იმას, რისი მოსმენაც არ სურთ ისრაელში იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საინფორმაციო კამპანია ააგორეს. შესაძლოა, მათთვის საინტერესო იყოს. უკრაინაში, მხარდამხარ “აზოვის” ბოევიკებთან ერთად, ისრაელელი დაქირავებულებიც იმყოფებიან”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტები და ვიდეოები არსებობს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge