რივნის რეგიონში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

უკრაინაში, რივნის რეგიონში მიკროავტობუსის, ავტობუსისა და ბენზინმზიდის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

“დაღუპულია 26 ადამიანი: 24 მგზავრი და ორი მძღოლი (ავტობუსის და მიკროავტობუსის), 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის,  ავტობუსის  11 მგზავრი და ბენზინმზიდის მძღოლი. ყველა მგზავრი 17-დან 69 წლამდე ასაკისაა – ჟიტომირის, კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და ხმელნიცკის რეგიონებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ Mercedes-Benz Vito-ს მძღოლი, რომელმაც ავარიის პროვოცირება მოახდინა, გასწრებას ცდილობდა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა, სადაც ბენზინმზიდს შეეჯახა. მიკროავტობუსის გარდაცვლილი მძღოლის ვინაობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.

შსს-ს ცნობით, ავტობუსის Setra​-ს სალონში, რომელიც პოლონეთისკენ მიემართებოდა, 34 მგზავრი და ერთი მძღოლი იმყოფებოდნენ.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები