დავით სონღულაშვილი: მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ქართულ-ჩეხურ ურთიერთობებს გააჩნია

????????????????????????????????????

ეკონომიკის მიმართულებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში არაერთ ბიზნესს ახორციელებს და დაინტერესებულია გაიზარდოს ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, ასევე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული შეთანხმებები თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით, მყარ საფუძველს იძლევა აქტიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და მნიშვნელოვანი საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის. მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ შარშანდელთან შედარებით 54%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, რაც თავისთავად ცხადია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტერესს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად ნაყოფიერია ეს ურთიერთობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და შევეცადოთ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ქართულ-ჩეხურ ურთიერთობებს გააჩნია ეკონომიკის მიმართულებით.

დღევანდელ ბიზნესფორუმში მონაწილეთა რაოდენობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის ინტერესს. ჩვენი როლია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ შესაძლებლობა, რომ მათ ინვესტიციები გააკეთონ საქართველოში”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე. დავით სონღულაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ მადლიერება გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„ასეთი მხარდაჭერით ევროკავშირთან თავსებადობის ამაღლებას ეწყობა ხელი. მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, შესაბამისად მივიღეთ კითხვარი, რომელიც შევსების აქტიურ პროცესშია. დარწმუნებული ვართ წელს კიდევ უფრო გამახვილდება ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე და საქართველოს ექნება თქვენი მხარდაჭერის, გამოცდილების გაზიარების იმედი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”.
ღონისძიება, საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით. სასტუმრო „ბილტმორში” გაიმართა.
ფორუმზე ხელი მოეწერა ქართულ-ჩეხური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები