ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები
ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად, 45 საცხოვრებელი სახლი და სხვა ობიექტები დაზიანდა.
”მტერმა რეგიონში საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმა 34-ჯერ განახორციელა. ლისიჩანსკისა და პოპასნაიაში დაიღუპა ორი ადამიანი, ორი ქალი კი ლისიჩანსკში დაშავდა“, – განაცხადა გაიდაიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge