“სპეცოპერაციის მეორე ეტაპი მთელ უკრაინაში უნდა დავიწყოთ” – კადიროვი ახალი ინიციატივით გამოვიდა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საჭიროდ მიიჩნევს „სპეცოპერაციის“ მეორე ეტაპის ჩატარებას არა მხოლოდ „დონბასის რესპუბლიკების“ ტერიტორიაზე, არამედ – მთელ უკრაინაში, რომ მოხდეს „არეულობის გავრცელების შეჩერება“.

ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა.

„მთავარია  მეორე ეტაპის დაწყება, უფრო კონკრეტულად კი, ჩატარდეს სპეცოპერაცია არა მხოლოდ “ლუგანსკის” და “დონეცკის” ტერიტორიაზე, არამედ – უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, რომელიც აღჭურვილია საუკეთესო იარაღით – ასე ამბობენ – თავხედურად აწვდის უკრაინას. და ეს იარაღი ადგილობრივ მოსახლეობაზე უკვე იყიდება. ეს უკვე მსოფლიო ქაოსია, უკანონობა. იმისათვის, რომ ეს არ გაგრძელდეს, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ, მეორე ეტაპი უნდა დავიწყოთ“, – თქვა კადიროვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები