ზელენსკიმ რუსეთის მიმართ ორი მოთხოვნა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი 24 თებერვლამდე არსებულ საზღვრებში უნდა დაბრუნდეს და ოკუპირებული ყირიმი დააბრუნოს.

ამის შესახებ მან The Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრაზე ვიდეოფორმატში გამოსვლისას თქვა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.

“ჩვენი მოლაპარაკებების ჯგუფების ურთიერთქმედებენ მონაწილეთა დონეზე. ისინი განიხილავენ ლიდერთა შეხვედრისთვის მზადებას. მე ნამდვილად არ მჯერა ასეთი მოლაპარაკებების”, – თქვა მან.

გარდა ამისა, ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ როგორც რუსეთმა, ასევე ევროპის ქვეყნებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.

ამასთან, რუსეთზე საუბრისას მან კვლავ გაიხსენა რეპარაციების თემა.

„რუსეთმა უკრაინას რეპარაციები უნდა გადაუხადოს“, – თქვა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები