უკრაინაში პრორუსული პარტიების საქმიანობა აიკრძალა – რადამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში პრორუსული პარტიების საქმიანობის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას სახალხო დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
მისი თქმით, „კანონპროექტის რედაქტირება არავის დაუყენებია და არც დაუბლოკავს“. ამასთან, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ყოფილმა წევრებმა.
რადაში შესაბამისი კანონპროექტი 28 მარტს იყო წარდგენილი, 1-ელ აპრილს ის პირველი მოსმენით მიიღეს.
კანონპროექტი ისეთი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ამართლებენ ან უარყოფენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge