ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას სიტყვით მიმართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას დისტანციურად მიმართა.

როგორც სოციალურ ქსელში დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა დაწერა, ჯონსონი 3 მილიარდი ფუნტის ღირებულების ახალ იარაღსა და დაცვის საშუალებებზე საუბრობდა, კერძოდ, საარტილერიო რადარებზე.

ასევე, ჯონსონმა ისაუბრა იმაზე, რომ დასავლეთმა რუსეთს სანქციები დროულად არ დაუწესა.

”ჩვენ კოლექტიურად დავმარცხდით”, – თქვა ჯონსონმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები