“წამების შედეგად მომძვრალი ფრჩხილები” – პოდოლიაკი აცხადებს, რომ კიევის სოფელში კიდევ ერთი სამარხია ნაპოვნი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ კიევის ოლქში, კალინივკაში კიდევ ერთი სამარხი იპოვეს.

“წამების შედეგად მომძვრალი ფრჩხილები, ხელებშეკრული ცხედრები. კიევის ოლქის სოფელ კალინივკაში ვიპოვეთ კიდევ ერთი სამარხი, სადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოვაჩინეთ. კიდევ რამდენი ასეთი სამხედრო დანაშაული ხდება მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის გზა აირჩია და, ამიტომ, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს”, – წერს პოდოლიაკი ”ტვიტერზე”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები