ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, გაბიტ მუხამბეტოვმა მოაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ყაზახური მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების მიმართულებით.
ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება ღვინის სერტიფიცირების, მათ შორის, ევროკავშირის სერტიფიკატების გაცემის კუთხით. მემორანდუმი ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტების ვიზიტები, კონსულტაციები, სამუშაო და სასწავლო შეხვედრები, სადაც კონკრეტული აქტუალური საკითხები განიხილება.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ქართული ღვინის საექსპორტო ხუთეულშია. 2021 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 4 მილონზე მეტი ბოთლი; ზრდამ, 2022 წელთან შედარებით, 47% შეადგინა.