კარლ ჰარცელი: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება არა როგორც პოლიტიკური არჩევანის, არამედ, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.
„მე არ მაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პირველწყაროდან, ასევე, არ ვარ ექიმი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. მაგრამ შეშფოთებული ვარ ბოლო დროს მიღებული ცნობებით, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტებისგან, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება არა როგორც პოლიტიკური არჩევანის საკითხზე, არამედ, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.