დიდი ბრიტანეთი უკრაინას 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 375 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორისაა ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა და სარადარო სისტემა, – ინფორმაციას ”როიტერი”ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბრიტანეთმა უკრაინას 5 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა გაუგზავნა.
პრემიერმინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ, სხვა აღჭურვილობასთან ერთად, გადასცემენ ღამის ხედვის მოწყობილობებს, სატელიტური ნავიგაციის ჩამხშობ ხელსაწყოებს, დრონებს და ჯავშანმანქანებს სამოქალაქო ოფიციალური პირებისთვის.
ცნობისთვის, ბორის ჯონსონი დღეს უკრაინის რადას სიტყვით მიმართავს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge