ზელენსკი: ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების რისკი შეაფასა.

მისი თქმით, რუსეთისგან ნებისმიერი სცენარი მოსალოდნელია, რადგან ისინი ხშირად იმას აკეთებენ, რისი შედეგიც არ ესმით.

”რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან არ შეიძლება, ველოდოთ, რომ ისინი არ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, ან გამოიყენებენ. ორივე სცენარი სავსებით შესაძლებელია. შემიძლია, ვთქვა, რომ ხანდახან რაღაცას ისე იყენებენ, რომ შედეგიც კი არ ესმით, ან ესმით, მაგრამ არ აინტერესებთ”,– განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები